GD Banner
ხელოვნება და კულტურა

ერეკლე დეისაძე: იყო და არა იყო რა, იყო ოთხასი მწერალი, სუყველას თავი ეგონა პოსტმოდერნიზმის მწვერვალი

მწერალი, პოეტი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე საბჭოთა სულისკვეთების კოლექტიური წერილების ავტორ, თვითგამოცხადებულ მწერლებზე ლექსს აქვეყნებს.

იყო და არა იყო რა,
იყო ოთხასი მწერალი,
სუყველას თავი ეგონა –
პოსტმოდერნიზმის
მწვერვალი.

და ვისი შრომაც დაფასდა
ხუთიათასად – პრემიით,
პრემია ,,საბას” ჩამოსხმა,
ხელში ეჭირათ –
გრემივით.

ვარსკვლავებივით
ბრწყინავდა,
თვალზე მომდგარი ცრემლები,
წაგებულს ანუგეშებდნენ
მდიდარი
გამომცემლები.

ადგენდნენ პეტიციებს და
წერდნენ კრიტიკულ წერილებს,
წინა წელს ვინც გამოტოვეს,
შემდეგ წელს დააჭერინეს..

ასეთი წესი დამკვიდრდა,
(ნუ გეგონებათ ხუმრობა)
მწერალს უხდება  – შიმშილი,
პრემიას – პომპეზურობა.

ჰოდა მშიერო მწერალო,
აღწერე შენი მხარეო,
სამშობლო შეარცხვინე და
დონორი გაახარეო.

იყო და არა იყო რა,
იყო ოთხასი მწერალი,
სუყველას თავი ეგონა –
პოსტმოდერნიზმის
მწვერვალი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,781 ნახვა