სანამ ირაკლი კობახიძის ლანძღვას დაიწყებთ, პირი გამოირეცხეთ მანქურთო მონებო, კაცი 10 დღეა რაჭაშია და 1 წამი არ მოშორებია საკუთარ მშობლიურ კუთხეს სტიქიის შემდეგ – ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაკრთებული განცხადების დამახინჯების მცდელობას სოციალურ ქსელში.
ფოჩხუა აღნიშნული განცხადების ინტერპრეტაციებს აფასებს როგორც მიუღებელი მეთოდებით ბრძოლას და აღნიშნავს, რომ “ახალ ვარსკვლავებს” ყველა კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა.
“სანამ ირაკლი კობახიძის ლანძღვას დაიწყებთ, პირი გამოირეცხეთ მანქურთო მონებო, კაცი 10 დღეა რაჭაშია და 1 წამი არ მოშორებია საკუთარ მშობლიურ კუთხეს სტიქიის შემდეგ. რაც შეეხება “ტელევიზორით” გაყეყეჩებულ ახალ ვარსკვლავებს, თქვენი დროც მალე დადგება და ყველაფერზე მოგიწევთ პასუხის გაცემა. ისე ვერ ერევით არა ვერც იურისტობაში, ვერც პოლიტიკოსობაში, ვერც პრინციპულობაში, ვერც წესიერებაში და ამ მიუღებელი მეთოდებით ებრძვით არა? არ გამოგივათ არაფერი, იმაზე მეტი ადამიანი უჭერს მხარს, ვიდრე წარმოიგიდგენიათ და ასე თუ გააგრძელეთ, გაათმაგდებიან მისი მხარდამჭერები.” – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.