მწერალი, პოეტი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე საბჭოთა სულისკვეთების კოლექტიური წერილების ავტორ, თვითგამოცხადებულ მწერლებზე ლექსს აქვეყნებს.
იყო და არა იყო რა,
იყო ოთხასი მწერალი,
სუყველას თავი ეგონა –
პოსტმოდერნიზმის
მწვერვალი.
და ვისი შრომაც დაფასდა
ხუთიათასად – პრემიით,
პრემია ,,საბას” ჩამოსხმა,
ხელში ეჭირათ –
გრემივით.
ვარსკვლავებივით
ბრწყინავდა,
თვალზე მომდგარი ცრემლები,
წაგებულს ანუგეშებდნენ
მდიდარი
გამომცემლები.
ადგენდნენ პეტიციებს და
წერდნენ კრიტიკულ წერილებს,
წინა წელს ვინც გამოტოვეს,
შემდეგ წელს დააჭერინეს..
ასეთი წესი დამკვიდრდა,
(ნუ გეგონებათ ხუმრობა)
მწერალს უხდება – შიმშილი,
პრემიას – პომპეზურობა.
ჰოდა მშიერო მწერალო,
აღწერე შენი მხარეო,
სამშობლო შეარცხვინე და
დონორი გაახარეო.
იყო და არა იყო რა,
იყო ოთხასი მწერალი,
სუყველას თავი ეგონა –
პოსტმოდერნიზმის
მწვერვალი.