GD Banner
პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: ე.წ. ოპოზიცია კობახიძის წინააღმდეგ ფორსირებულ შეტევაზე გადავიდა, სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ბინძური კამპანიის ახალი გაიდლაინები მიიღეს

ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ ეს ე.წ. ოპოზიცია უკვე ფორსირებულ შეტევაზე გადავიდა და სავარაუდოდ მას შემდეგ რაც ბინძური კამპანიის წარმოების ახალი გაიდლაინები მიიღეს, – წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში. იგი ეხმიანება ირაკლი კობახიძის მიერ შოვის სტიქიაზე გაკეთებულ განცხადებაზე ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქციებს და აღნიშნავს, რომ რადიკალების მეთოდია, ტყუილის გამუდმებით საუბარი, რათა უფრო ბევრმა ადამიანმა გაიგოს.

გაბრიჭიძის თქმით, ამ მეთოდით ოპოზიცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ვერაფერს დააკლებს.

“ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ ეს ე.წ. ოპოზიცია უკვე ფორსირებულ შეტევაზე გადავიდა და სავარაუდოდ მას შემდეგ რაც ბინძური კამპანიის წარმოების ახალი გაიდლაინები მიიღეს. (ეს საკმაოდ მოცულობითი საკითხია და უფრო ვრცლად გაზეთისთვის დავწერ). მას შემდეგ, რაც სხვადასხვა პროვოკაციებმა, რასაც ისინი “პერფომანსებს” უწოდებენ არ გაუმართლათ, გადავიდნენ მეთოდზე, რომლის მიხედვითაც სიბინძურე და ტყუილი გამუდმებით უნდა ატრიალო, თუნდაც პასუხი იქნას გაცემული და ტყუილი გამოაშკარავებული. ეს იმოქმედებს როგორც თავდასხმის ობიექტზე, ასევე იმ ხალხზე ვინც ხშირად მოისმენს ტყუილს და ბოლო-ბოლო რაღაც დოზით მაინც დაიჯერებს. მაგალითისთვის ის ბოლო სიდამპლეც კმარა, როცა ირაკლი კობახიძის ნათქვამს ამახინჯებენ. არადა ყველამ იცის, რომ ის მაქსიმალურად იყო ჩართული ადამიანების დახმარებაში. თავდასხმა ოჯახზე. დაუფარავად ვიტყვი, რომ გიორგი კობახიძეს ბევრი ათწლეულია ვიცნობ და მეამაყება, რომ მაქვს უფლება მეგობარი ვუწოდო. ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ასეთი ნაბ@@ოზვრული მეთოდებით ირაკლი კობახიძეს ვერაფერს დააკლებენ. პირიქით, საკუთარ თავს ავნებენ, მაგრამ მეტი რაღა უნდა ავნონ, რაც ბოღმისგან სჭირთ?”- წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,795 ნახვა