GD Banner
უცხოური მედია

უკრაინამ შესაძლოა, ისრაელთან უვიზო მიმოსვლა გააუქმოს და „რამშტაინის“ ფორმატში დაგეგმილი შეხვედრიდან მისი გაძევება მოითხოვოს

უკრაინის ხელისუფლება აპირებს, მოითხოვოს პარტნიორი ქვეყნებისგან, გააძევონ ისრაელი  „რამშტაინის“ ფორმატში დაგეგმილი შეხვედრიდან, რომელზეც კიევის სამხედრო დახმარებაზე იქნება მსჯელობა. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის უწყებებიდან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით იუწყება.

Kyiv Post -ის ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ისრაელმა კიევს არანაირი სამხედრო დახმარება არ გაუწია, ხოლო შეხვედრებზე მიღებულ ინფორმაციას ბოროტად იყენებს. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, არსებობს რეალური საშიშროება, რომ ეს ცნობები რუსეთს მიეწოდოს.

გარდა ამისა, მედიის ხელთ არსებული ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლება მსჯელობს ისრაელთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესაძლებლობაზე . საგარეო უწყება ამზადებს შესაბამის დოკუმენტს მინისტრთა კაბინეტისთვის. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,611 ნახვა