GD Banner
სოციალური ქსელები და მედია

ნოდარ ტურძელაძე: სამარცხვინო “ჟურნალისტები” „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ ლაიქიანი „ფეიკ“ გვერდით ცდილობენ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია – ამორალურია, როცა უმძიმეს ტრაგედიაზეც კი „ფეიკ“ კამპანიას აგებ

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნოდარ ტურძელაძე, პარტიის ახალგაზრდული ფრთის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით, ამორალურია, შოვში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიაზე ყალბი კამპანიების აგება და „ქართული ოცნების“ სახელით ცრუ ინფორმაციების გავრცელება, რომლის მიზანიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

„მავნებლობის, არაპროფესიონალიზმის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მაგალითი! ეს სამარცხვინო “ჟურნალისტები” ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ ლაიქიანი ფეიკ გვერდით ცდილობენ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია. უბრალოდ ამორალურია, როცა უმძიმეს ტრაგედიაზეც კი ფეიკ კამპანიას აგებ. თუმცა, მორალზე საუბარი, როცა საქმე ასეთ ტელევიზიებს ეხება, აზრსმოკლებულია. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია GD Youth გააგრძელეთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის გვერდით დგომა. თქვენგან ამის არაერთი ღირსეული მაგალითი გვახსოვს!“ – წერს ნოდარ ტურძელაძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,796 ნახვა