ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე ინტელექტუალთა თამაშების მონაწილის, გიორგი ხარაიშვილის მუქარის შემცველ პოსტს ეხმიანება.
„არ ვიცნობ ვინაა, არც ის მაინტერესებს, ვისი მომხრეა და ვის ბანაკში, ვხედავ, რომ ჰქვია გიორგი, გვარად ხარაიშვილი ყოფილა, ინტელექტუალთა თამაშებში მონაწილეობსო… ყველაფერთან ერთად შეეეძრწუნებული და გაგიჟებული ვარ იმით, რასაც წერს. მე მეშინია ჩვენი შვილების ისეთ საზოგადოებაში დატოვების, სადაც ასეთები ცხოვრობენ – “განათლებული” “ბაბოჩკიანი” კაცისმკვლელები!“,-წერს ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გიორგი ხარაიშვილმა შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, ხელისუფლების მისამართით მუქარის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა: „ამ ეტაპზე ძირითადად ის მაინტერესებს, აი ამ დედამოტყნულებს რატომ არ ვკლავთ. სახლებში რატომ არ ვუვარდებით. ველით, იქით წელს როდის გააყალბებენ ერთხელაც არჩევებს, რომ აი ესეთი უტიფარი ყოფა გააგრძელონ? ვერ დავრწმუნდით რომ შუბლის ძარღვი არ აქვთ?ზიანის მეტი არაფერი მოუტანიათ ქვეყნისთვის, ყველა გასაჭირში სრული არაკომპეტენტურობა აჩვენეს, სტიქიური უბედურებით დაწყებული, ომით გაგრძელებული და პანდემიით დამთავრებული, და რამდენიც მოახერხეს, იმდენი ზემოდან დაგვიმატეს კიდე. ერთადერთი, რისი უნარიც აქვთ, თავის მართლება და გადაბრალებაა და ისიც არავის სჯერა“.