GD Banner
უცხოური მედია

Associated Press: ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც რუსეთისგან ბირთვული საწვავის შესყიდვას განაგრძობდნენ

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც რუსეთისგან ბირთვული საწვავის შესყიდვას განაგრძობდნენ. ამის შესახებ სააგენტო „ასოშეიტიდ პრესი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიებმა რუსულ „როსატომს“ თითქმის ორ მილიარდამდე დოლარი გადაურიცხეს და ატომური ელექტროსადგურებისთვის ბირთვული საწვავი შეიძინეს.

სააგენტო სავაჭრო კომპანიების მონაცემებისა და ექსპერტების ანგარიშების შესწავლის საფუძველზე წერს, რომ მხოლოდ 2022 წელს დასავლურმა კომპანიებმა რუსულ ატომურ პროდუქციაში, მათ შორის რეაქტორების აღჭურვილობასა და ტექნიკაში 800 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს.

სააგენტოს მიხედვით, თუ დასავლეთი რუსულ ბირთვულ პროდუქციაზე უარს იტყვის, ისინი ენერგორესურსების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდებიან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,037 ნახვა