აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩინეთი, ეკონომიკური პრობლემების გამო, შენელებული მოქმედების ბომბია.
„ჩინეთს უჭირს. მათ გარკვეული პრობლემები აქვთ. ეს არ არის კარგი, რადგან როდესაც ცუდ ადამიანებს პრობლემები აქვთ, ისინი ცუდ საქმეებს აკეთებენ”, – აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არ აქვს სურვილი, ჩინეთს ზიანი მიაყენოს და ქვეყანასთან რაციონალური ურთიერთობა სურს.
ცნობისათვის, ორი დღის წინ, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ჩინეთში, ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირებას ზღუდავს. აშშ-ის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების საკითხი დაასახელეს. ჩინეთმა ეს ნაბიჯი დაგმო და განაცხადა, რომ სერიოზულად შეშფოთებულია და იტოვებს უფლებას, საპასუხო ზომები მიიღოს.
Facebook Comments Box