GD Banner
ხელოვნება და კულტურა

გია იაკობაშვილი „მწერალთა სახლის“ წევრებზე: არც ფეზუაშვილი გამიგია, არც დალილა გოგია და არც მაკო ჯანჯიბუხაშვილი. სოლომანაშვილი რაღაც პირსისხლიანი პოსტით მახსოვს, მერე იტირა – არასწორად გამიგესო; ლელა კოდალაშვილმა პოსტი დაწერა შავკანიანი ავტობუსიდან ჩააგდესო და მერე მანაც იტირა. იათაშვილი კი, იმით მახსოვს, რომ სიგარეტს მთხოვდა ყოველ შეხვედრაზე

“For.ge-ის” რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი „მწერლის სახლის“ ხელმძღვანელად ქეთი დუმბაძის დანიშვნის გამო, მწერლების რეაციას ეხმაურება და საპროტესტო განცხადების ხელმომწრებზე წერს:

“არც ივა ფეზუაშვილი გამიგია, არც დალილა გოგია და არც მაკო ჯანჯიბუხაშვილი. ბესო სოლომანაშვილი იმით მახსოვს, რომ რაღაც პირსისხლიანი პოსტი დაწერა და მერე იტირა – არასწორად გამიგესო.

ლელა კოდალაშვილს წინა ცხოვრებაში ვიცნობდი, მკითხველი მას იმ ცნობილი პოსტით გაიხსენებს, ვიღაც ზანგი, ვითომდა კანის ფერის გამო, ავტობუსიდან რომ ჩამოაგდეს. თავად შევესწარიო, თქვა და შემდეგ მანაც იტირა – ნაცნობის მეზობელმა მომიყვაო.

ერთი სიტყვით, პოსტებს წერენ და ტირიან – მდიდრებიც ტირიან, ენჯეოშნიკი მწერლებიც ტირიან, ინგა გრიგოლიაც ტირის…

ჩაისვრიან ხოლმე და მერე ცრემლებად იღვრებიან.

აი, შოთა იათაშვილს კი ბევრჯერ შევხვედრივარ, ერთ-ერთი გაზეთის რედაქციაში დადიოდა, დეპეშებს წერდა და ტეტრალოგიის ჰონორარზე ქონდა პრეტენზია.

იათაშვილი იმით დამამახსოვრდა, რომ ყოველ შეხვედრაზე სიგარეტს მთხოვდა, მე კიდევ, ძალიან არ მიყვარს სიგარეტის მათხოვრები, თუ მწეველი ხარ, სიგარეტი ჯიბეში უნდა გედოს, ხოლო თუ მწერალი ხარ, რაღაც ხომ უნდა გქონდეს დაწერილი?

არ გამიგია ეს მაკო ჯანჯიბუხაშვილი და მომკალით! უმალ თაკო ჩარკვიანის პუბლიცისტობას ვაღიარებ, ვიდრე მაკო ჯანჯიბუხაშვილის მწერლობას და შოთა იათაშვილის პოეტობას.

საერთოდ კი, ასე მგონია, რომ “მწერლის სახლი” დღესდღეობით, ერთ დიდ საზოგადოებრივ საპირფარეშოს წარმოადგენს, იატაკში დატანებული ხვრელებით და კედელზე მიმაგრებული ჩასარეცხი ავზებით.

ჩაცუცქულები ისაქმებენ და ერთმანეთს ქაღალდს თხოვენ, ვითომდა საწერად.

შოთა იათაშვილი ქაღალდთან ერთად, სიგარეტსაც ითხოვს, ყველა ერთად კი გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეს შენატრის”.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,730 ნახვა