GD Banner
რელიგია

დეკანოზი დავით ისაკაძე: შოვში, 1 წლის წინ, ე.წ. მთის ფესტივალზე იყო კლუბური ნარკოტიკი, მამათმავლური და დედათმავლური ორგიები, წაბილწეს წმინდა ადგილები და აი- რისხვაც

დეკანოზი დავით ისაკაძე ქადაგების დროს რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიას გამოეხმაურა. დეკანოზს მიაჩნია, რომ სტიქიის მიზეზია, იმ ადგილზე, რომელიც შოვში მეწყერმა წალეკა, 1 წლის წინ 3-დღიანი ორგიის გამართვა.

ჩვენ არ ვიცოდით იმის შესახებ, თუ რა მომხდარა შოვში 1 წლის წინ. იქ ე.წ. მთის ფესტივალი ჩატარდა. გარდა იმისა, რომ იქ მუსიკა იქნებოდა, სხვა რამ ჩვენთვის ცნობილი არ იყო. სატანური, ელექტრონული მუსიკის გარდა, 3 დღის განმავლობაში იქ იყო კლუბური ნარკოტიკი, მამათმავლური და დედათმავლური ორგიები. ეს ყველაფერი, რასაც გიყვებით, იქაური მოსახლეობისგან ვიცი. ამ ყველაფერს ისინი ამბობენ.

შოვისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კოტეჯები იყო და დღეს აღარ არსებობს, 3 დღის განმავლობაში ეს ორგიები ზუსტად იქ ხორციელდებოდა, ტყეებში. 3 დღის განმავლობაში ეს წმინდა ადგილი წაბილწეს – და აი, რისხვაც. პირდაპირ, თითი ღმრთისა არის აქ. იქაურობა პირდაპირ დაისაჯა იმ დიდი განსაცდელით, რაც ჩვენ გვეწვია.

ჭირისუფლები კითხულობენ, რომ აი, რატომ ეს ბავშვი? ეს რატომ მოხდაო? ჩვენ ვიცით, რომ მონათლული ბავშვი და თან ასეთი განსაცდელიდან გასული, ცათა სასუფეველს უეჭველად დაიმკვიდრებს. მაგრამ, ტკივილი ხომ არის? მშობელმა ეს ბავშვი ხომ დაკარგა? იმ მშობელმა, რომელმაც ნებსით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყო იმ ორგიის, იმ საშინელი, ღვთის გმობის გამართვას, რაც იქ ხდებოდა.

უფალმა დაგვანახა, რომ მარტო ის კი არ დაისჯება, ვინც ცოდვას სჩადის. არამედ, ისიც, ვინც ამას ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს. თუნდაც იმით, რომ ნეიტრალურ პოზიციას იკავებს”, – განაცხადა დეკანოზმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,812 ნახვა