GD Banner
უცხოური მედია

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრებმა გამოაქვეყნეს ჩანაწერები, რომლებიც ჰანთერ ბაიდენის მიერ რუსი, ყაზახი და უკრაინელი ოლიგარქებისგან თანხების მიღების შესახებ ინფორმაციას შეიცავს

President Barack Obama, left, talks with Vice President Joe Biden, center, and his son Hunter Biden, right, at the Duke Georgetown NCAA college basketball game, Saturday, Jan. 30, 2010, in Washington. (AP Photo/Nick Wass)

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრებმა გამოაქვეყნეს ჩანაწერები, რომლებიც ჰანთერ ბაიდენის მიერ რუსი, ყაზახი და უკრაინელი ოლიგარქებისგან თანხების მიღების შესახებ ინფორმაციას შეიცავს. აღნიშნული დოკუმენტები წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა გამოაქვეყნა. როგორც კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია მოპოვებულია კომიტეტის მიერ ბაიდენების ოჯახის გავლენის სქემების გამოძიების ფარგლებში.

კერძოდ, ჩანაწერებში ნათქვამია, რომ ჰანტერ ბაიდენი მილიონობით დოლარს იღებდა რუსი, ყაზახი და უკრაინელი ოლიგარქებისგან ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს. საუბარია 20 მილიონ დოლარზე. როგორც რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯეიმს კომერი აღნიშნავს, ჰანტერ ბაიდენის მიერ თანხების მიღების შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვაშინგტონში შვილის საქმიან პარტნიორებთან ვახშამს მართავდა.

„ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს ჰანტერ ბაიდენი მას ჰყიდდა, როგორც „ბრენდს“, რომ ყაზახეთში, რუსეთსა და უკრაინაში ოლიგარქებისგან მილიონობით დოლარი მიეღო. როგორც ჩანს, არანაირი რეალური მომსახურება, გარდა ბაიდენის ქსელთან, მათ შორის თავად ჯო ბაიდენთან წვდომისა, არ გაწეულა, როგორც ჩანს, ჰანტერ ბაიდენმა ეს შეასრულა. ამაზე მეტყველებს სადილები Café Milano-ში, სადაც მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვახშმობდა ოლიგარქებთან მთელი მსოფლიოდან, რომლებიც მის შვილს ფულს უგზავნიდნენ. ცხადია, რომ ჯო ბაიდენმა იცოდა თავისი ვაჟის საქმიანი გარიგებების შესახებ და თავს უფლებას აძლევდა, ყოფილიყო „ბრენდი“, რომელიც იყიდებოდა ბაიდენების ოჯახის გასამდიდრებლად, როდესაც ის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო“, – ნათქვამია კომერის განცხადებაში.

კონგრესმენის თქმით, წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტი გააგრძელებს ფულის კვალის დევნას და მოწმეთა ჩვენებების შეგროვებას, რათა დაადგინოს, „ჰყავდათ თუ არა უცხოელ აქტორებს ბაიდენები სამიზნეში, არის პრეზიდენტი ბაიდენი კომპრომეტირებული თუ კორუმპირებული და ემუქრება თუ არა საფრთხე აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას?“

ამ მომენტისთვის საზედამხედველო კომიტეტმა ბაიდენების ოჯახისა და მათი საქმიანი პარტნიორების მიერ ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს უცხოური წყაროებისგან 20 მილიონი დოლარის ოდენობის თანხის მიღება გამოავლინა.

ჩანაწერების თანახმად, ჰანტერ ბაიდენს თანხები მიღებული აქვს 2014 წელს ელენა ბატურინასგან, რომელიც მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ცოლია, ასევე ჰოლდინგ „ბურიზმასგან“, რომლის მფლობელი უკრაინელი ოლიგარქი ნიკოლაი ზლოჩევსკია და ყაზახი ოლიგარქის, კენეს რაკიშევისგან. ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი მათ ვახშამზე 2014 და 2015 წლებში შეხვდა.

როგორც ABC News-ი წერს, ჯეიმს კომერის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ ინფორმაცია, რომელსაც ეს მასალები შეიცავს, ძირითადად ეფუძნება კონგრესის ძველ ანგარიშებსა და მანამდე გამოქვეყნებულ ჩვენებებს, მათ შორის ჰანტერ ბაიდენის ყოფილი ბიზნესპარტნიორის, დეივონ არჩერის ინტერვიუს.

თეთრი სახლი პრეზიდენტის მიერ რაიმე დარღვევების ჩადენას უარყოფს და აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი არანაირად არ არის დაკავშირებული მისი შვილის საქმიანობასთან.

„წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები ვერ დაამტკიცებენ, რომ პრეზიდენტმა რამე არასწორი ჩაიდინა, თუმცა ისინი ყოველდღე ამტკიცებენ, რომ არ გააჩნიათ არანაირი ხედვა და დღის წესრიგი, რომ რეალურად დაეხმარონ ამერიკელ ხალხს“, – განუცხადა წერილობით მედიას თეთრი სახლის მრჩეველთა ოფისის პრესსპიკერმა, იან სემსმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,812 ნახვა