GD Banner
უცხოური მედია

ალექსანდრ ვუჩიჩი – უკრაინა კოსოვოს დამოუკიდებლობას თუ აღიარებს, ერთ დღეში ყველაფერს დაკარგავს

უკრაინა კოსოვოს დამოუკიდებლობას თუ აღიარებს, ერთ დღეში ყველაფერს დაკარგავს. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სერბეთის ლიდერმა ისაუბრა ათობით დასავლელი პარლამენტარის მიერ ხელმოწერილ წერილზე, რომელშიც კანონმდებლები გამოდიან მოწოდებით, სერბეთზე ზეწოლა გაძლიერდეს.

წერილის ინიციატორი ბრიტანელი დეპუტატი ალისია კერნსია. მიმართვის ხელმომწერებს შორისაა უმაღლესი რადას საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ მერეჟკო.

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, მან წაიკითხა 56 დასავლელი პარლამენტარის წერილი და ამაყობს იმით, რომ მას კოსოვოს დამოუკიდებლობის არაღიარებასა და სერბთა რესპუბლიკასა და მონტენეგროში სერბი ხალხის ინტერესების დაცვაში ადანაშაულებენ.

ვუჩიჩის თქმით, წერილი კონფლიქტის პროვოცირებისკენ არის მიმართული.

„უკრაინას რაც შეეხება, ეს ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. ვფიქრობ, ზელენსკი მორეჟკოზე ბევრად ბრძენი და ჭკვიანია, რადგან წარმოიდგინეთ, უკრაინამ კოსოვოს დამოუკიდებლობა რომ აღიაროს, ერთ დღეში ყველაფერს დაკარგავს“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,812 ნახვა