ექსპერტი ნინო ფოჩხუა, პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ანა ბუჩუკურის მიერ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
ფოჩხუას თქმით, გახარიას პარტიის წევრებს, კრიზისის მართვაზე აპელირებისას, საზოგადოებამ მათი ლიდერის მიერ, შს და პრემიერ-მინისტრობის დროს სპეციალურად შექმნილი კრიზისები უნდა შეახსენოს. ექსპერტი ბუჩუკურს ურჩევს, კარგად გადახედოს წარსულს და ისეთ გახმაურებულ საქმეებს ახსენებს, როგორებიცაა: პანკისის დაპირისპირება, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციები, ხორავას ქუჩის საქმე, 20 ივნისი, კოვიდის მართვა და ნიკა მელიას საქმე.
“როდესაც გახარიებიდან ვინმე უსინდისოდ ახსენებს “კრიზისების მართვას”, აუცილებლად უნდა გავახსენოთ ყველა ის კრიზისი, რომელიც მაზაკვალმა ჩემი ღრმა რწმენით, სპეციალურად შექმნა სხვადასხვა ბინძური მიზეზების და გამო. მოდი ქრონოლოგიურად გავიხსენოთ ყველაფერი: 1 – ღამის კლუბების თემა, როდესაც პოლიციის ძალით შევარდნენ “ბასიანზე” და კლუბ “გალერიში”, ვერაფერი იქ ვერ იპოვეს და სახელმწიფოს ათასობით ადამიანი გადაჰკიდეს. 2 – პანკისის კრიზისი, სადაც სპეცრაზმელები აცემინა და ბოლოს, ლამის სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაზარდა. 3 – ხორავას ქუჩის საქმე – გახარია იყო შს მინისტრი, როდესაც გამობრძანდა და თქვა, საქმე გამოვიძიეთ და ყველა დამნაშავე დავსაჯეთო. ამის შემდეგ, მისი გამოუძიებელი საქმე პროკურატურას “შეტენა” და ლამის სახელმწიფო გადატრიალებას დაუდო საფუძველი. 4 – 20 ივნისი – სწორედ გახარიას უუნარობამ გამოიწვია ის, რომ მან სპეცრაზმელები შეატოვა აქციისმონაწილეებს პირისპირ, ხოლო შემდეგ დილის 7 საათამდე დამიზნებით ესროდა ხალხს რეზინის ტყვიებს. 5 – კოვიდის თემა. სწორედ გახარიას უუნარობამ გამოიწვია ქვეყანაში უდიდესი ეკონომიკური კრიზისი. გაიძახოდა პანდემიას ვმართავო, ჩაკეტა მთელი ქვეყანა და ლამის დაგვაქცია. 6 – და ბოლოს, ნიკა მელია – ამ უსინდისო კაცმა თანამდებობა დატოვა იმისთვის, რომ კრიმინალი მელია არ დაეკავებინათ და მის მიმართ სამართალი არ აღსრულებულიყო. ჰოდა გახარიებო, სანამ პირს დააღებთ კარგად გადახედეთ თქვენ წარსულს!” – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.