GD Banner
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: 2019, 2020, 2021 და 2022 წლებში სალომე ზურაბიშვილი მუხათვვერდის ძმათა სასაფლაოზე აბრძანდებოდა 8 აგვისტოს – 2023 წელს უკვე ღიად და მყარად ჩაჯდა ნაცმოძრაობის ნარატივში და დღეს, 7 აგვისტოს აბრძანდა მუხათგვერდში

2019, 2020, 2021 და 2022 წლებში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მუხათვვერდის ძმათა სასაფლაოზე აბრძანდებოდა 8 აგვისტოს. მარტივია, გადაავლეთ არქივს თვალი – წერს ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი წელს ღიად ჩაჯდა “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივში და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 7 აგვისტოს ისე ავიდა, რომ მხოლოდ ერთი ოპოზიციური ტელევიზია გააფრთხილა.

ის კითხვას უსვამს ზურაბიშვილს, რატომ მონაწილეობს რადიკალური ოპოზიციის მიერ წამომწყებულ პროცესში, რომელიც საზოგადოებაში დაპირისპირების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

“2019, 2020, 2021 და 2022 წლებში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მუხათვვერდის ძმათა სასაფლაოზე აბრძანდებოდა 8 აგვისტოს. მარტივია, გადაავლეთ არქივს თვალი. ჰოი საოცრებავ, 2023 წელს ის უკვე ღიად და მყარად ჩაჯდა ნაცმოძრაობის ნარატივში და დღეს, 7 აგვისტოს, ისე რომ მხოლოდ ტვ პირველი გააფრთხილა, აბრძანდა მუხათგვერდში და იქედან დაიწყო მორალის კითხვა. ქალბატონო პრეზიდენტო, ნამდვილად არ ვიცი, რად გიღირთ საკუთარი რეპუტაციის განადგურება. ასეთი რა შეიცვალა თქვენს მსოფმხედველობაში, რომ ხაზი გადაუსვით ყველაფერს და დაივიწყეთ გუშინდელი დღე? სირცხვილია უბრალოდ. ეს თარიღებით ხანჯლაობაც ხომ ნაცმოს მოგონილია, რათა კიდევ უფრო გახლიჩოს და დააპირისპიროს საზოგადოება? თქვენ რატომ მონაწილეობთ ღიად ამ სამარცხვინო პროცესში?!” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,796 ნახვა