GD Banner
პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: ნაცმოძრაობის პროპაგანდისტი ბექა კოკაია წერს, რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს, სააკაშვილის 9 აგვისტოს აქტში,  მიშა წერს, რომ რუსები საქართველოში 8-ში შემოვიდნენ – ბექა, შვილო, შენი ბელადის მიერ გამოცემული ბრძანებები მაინც წაიკითხე

ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე, “ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდისტის, ბექა კოკაიას მიერ გამოქვეყნებულ იმ პოსტს ეხმიანება, სადაც ის აცხადებს, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყო, ხოლო “ქართული ოცნება” რუსული პროექტია. 

გვენეტაძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 9 აგვისტოს გამოცემული აქტის “სქრინს”  აქვეყნებს და კოკაიას მოუწოდებს, ყოფილი პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანება წაიკითხოს, სადაც წერია, რომ 8 აგვისტოს, როკის გვირაბის გავლით, რუსეთიდან საქართველოში ასეულობით სამხედრო პირი და ტექნიკა შემოვიდა.

“ნაცმოძრაობის პროპაგანდისტი, LGBTQ აქტივისტი ბექა კოკაია წერს, რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს და ამ ფაქტს მოაყოლებს, რომ “ქართული ოცნება” არის რუსული პროექტი. ქვემოთ მოყვანილი მეორე სქრინი სააკაშვილის მიერ, 9 აგვისტოს გამოცემული აქტია, სადაც მიშა წერს, რომ რუსები საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდნენ. ბექა, შვილო, შენი ბელადის მიერ გამოცემული ბრძანებები მაინც წაიკითხე, სხვა დროს რომ მსგავს უხერხულ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდე.” – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,797 ნახვა