GD Banner
პოლიტიკა

გია აბაშიძე: ბოროტი, ჭკუათხელი ნაცგოშიები სამარცხვინოდ „დავობენ“ ომის დაწყების თარიღზე, იმდენად ბრიყვები არიან, ნაცსექტის ბელადის 2008 წლის 9 აგვისტოს 402-ე ბრძანებულებასაც არ იცნობენ

წლებია გვესმის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი აპოლოგეტების ბოროტი ტყუილი, რომ თურმე, 8 აგვისტოს ომის დაწყებაზე საუბარი მხოლოდ რუსული „ნარატივია“. მკაფიოა, რომ კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი და მისი ამ სამარცხვინო ბრძანებულების, ვითომ დამმალავნი, არიან აგრესორი კრემლის სასარგებლო იდიოტები, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

გია აბაშიძე აქვეყნებს 2008 წლის 9 აგვისტოს 402-ე ბრძანებულებას „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობისა და სრული მობილიზაციის გამოცხადების შესახებ“, სადაც წერია, რომ 8 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოვიდა ასეულობით სამხედრო პირი და სამხედრო ტექნიკა.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, იმდენად ბრიყვები არიან, რომ ნაცსექტის ბელადის 2008 წლის 9 აგვისტოს 402-ე ბრძანებულებასაც არ იცნობენ.

მისივე თქმით, არცერთ შეგნებულს არ ავიწყდება, რომ 2008 წელს, სააკაშვილის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის #1633 კაპიტულანტურ რეზოლუციას, რომელიც აგვისტოს ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს.

„წლები გადის 2008 წლის აგვისტოს საზარელი ომის შემდეგ და ბოროტი, ჭკუათხელი ნაცგოშიები სამარცხვინოდ „დავობენ” ომის დაწყების თარიღზე. ნებისმიერი ტრაგედიით გაცისკროვნებულმა მიშმადიდებელმა უახლესი ისტორია კი არა და მშობლიური ანბანი და გრამატიკა არ იცის. მიაწოდებენ რაღაც მდაბიო „მესიჯს“ და ჩამოწერილი გრამოფონივით იმეორებს დაუფიქრებლად. იმდენად ბრიყვები არიან, რომ ნაცსექტის ბელადის 2008 წლის 9 აგვისტოს 402-ე ბრძანებულებასაც არ იცნობენ. ციფრული არქივები არ იწვის. წლებია გვესმის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი აპოლოგეტების ბოროტი ტყუილი, რომ თურმე 8 აგვისტოს ომის დაწყებაზე საუბარი მხოლოდ რუსული „ნარატივია“. მკაფიოა, რომ კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი და მისი ამ სამარცხვინო ბრძანებულების, ვითომ დამმალავნი არიან აგრესორი კრემლის სასარგებლო იდიოტები. არცერთ შეგნებულს არ ავიწყდება, რომ 2008 წელს, სააკაშვილის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის #1633 კაპიტულანტურ რეზოლუციას, რომელიც აგვისტოს ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს. არც ის, თუ ვინ გადასცა ოკუპანტებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები. ძალიან ბევრჯერ შევახსენებ სამარცხვინო, უტიფარ და ავაზაკ ნაცსექტას ამ დანაშაულებს.

პუტინის რუსეთი საქართველოს ოკუპანტია, ხოლო მისი ამ ვერაგი, დროებითი გეგმის შემსრულებელი იყო სააკაშვილის რეჟიმი.

ღმერთმა გაანათლოს 2008 წლის აგვისტოს ომში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ თანამემამულეთა სულები! შევთხოვთ უფალს აცხონოს და შეიწყალოს შოვში დაღუპულები!“, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,802 ნახვა