GD Banner
საზოგადოება

გეომორფოლოგი რეიმონდ ტორესი: შოვის ტიპის მეწყრის დინების სიჩქარემ, შესაძლოა საათში 30 კმ-ს მიაღწიოს. მასა იზრდება და გამანადგურებელი ხდება – ამ ტიპის მეწყრის წინასწარ პროგნოზირება, ძალიან ძნელია

იმ ტიპის მეწყრის წინასწარ პროგნოზირება, რომელიც შოვში ჩამოწვა, ძალიან ძნელია, – განუცხადა „ქრონიკას“ სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორმა, გეომორფოლოგმა, რეიმონდ ტორესმა.

„იმის მიხედვით, რაც ვიდეოებში ვნახე, შემიძლია, ვთქვა, რომ ეს იყო ე.წ ბრიფლოუს ტიპის მეწყერი, რომლის წარმოქმნაც დაკავშირებულია სამ ძირითად კომპონენტთან: ბევრ წყალთან, დიდი რაოდენობით მცირე სეგმენტებთან და ფერდობის ძლიერ დაქანებასთან. საქართველოს მთებში ეს სამი კომპონენტი ყველგანაა. ამ ტიპის მეწყრის დინების სიჩქარემ, შესაძლოა საათში 30 კმ-ს მიაღწიოს. მასა გზა და გზა იზრდება და გამანადგურებელი ხდება.

არსებობს სხვა ტიპის მეწყრები, რომლებიც გაცილებით ნელია და ასეთი კატასტროფული შედეგები არ მოაქვს. იმ ტიპის მეწყრის წინასწარ პროგნოზირება, რომელიც შოვში ჩამოწვა, ძალიან ძნელია“, – განაცხადა ტორესმა.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენების წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,793 ნახვა