GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – გამაოგნებელია, რომ ასეთი ტრაგედიის ფონზე, ვიღაცეები ახერხებენ და იცლიან იმისთვის, რომ „ფეიკები“ აკეთონ, სოციალური ქსელი გაჯერებულია მოგონილი ამბებით არაერთ პოლიტიკოსზე

გამაოგნებელია, რომ ასეთი ტრაგედიის ფონზე, ვიღაცეები ახერხებენ და იცლიან იმისთვის, რომ დასხდნენ და „ფეიკები“ აკეთონ. სოციალური ქსელი გაჯერებულია მოგონილი ამბებით არაერთ ადამიანზე, პოლიტიკოსზე – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ შოვში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ფეიკები“ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, კახა კალაძეზე და ირაკლი კობახიძეზე გავრცელდა.

მამუკა მდინარაძე მოუწოდებს ოპოზიციას, ამ დღეებში მაინც შეიკავონ თავი პოლიტიკური ოპონენტების დაზიანებისგან.

„სოციალური ქსელი გაჯერებულია მოგონილი ამბებით არაერთ ადამიანზე, პოლიტიკოსზე. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით დღეს, გუშინ, გუშინწინ, კახა კალაძეზე და ირაკლი კობახიძეზე, ჩვენზეც, დანარჩენებზე, ყველაზე. ამ პერიოდში ადამიანები ახერხებენ და მორალი აძლევთ იმის საშუალებას, რომ რისი მსგავსიც არ გაუკეთებიათ, ინტერპრეტირება რომ შეიძლებოდეს, ისეთი კი არა, საერთოდ რომ არ გაუკეთებიათ, ასეთ განცხადებებს ავრცელებენ და აყალბებენ და ამით აბრაზებენ საზოგადოებას. სამწუხაროდ, ვიღაცეები იჯერებენ. წარმოიდგინეთ, დაზარალებული ოჯახის ერთერთმა წევრმაც კი, როგორც მეუბნებიან, გააზიარა, იმდენად გავრცელებული იყო, არაერთი გაზიარება ჰქონდა ერთერთ ასეთ „ფეიკს“.

ეს სამწუხაროა. ცოტა ხანი ხომ შეიძლება გაჩერდნენ ეს ადამიანები და გლოვის დღეს, ასეთი უბედურების დღეებში, თავისი ოპონენტის, ამ შემთხვევაში ხელისუფლების რომელიმე ლიდერის პოლიტიკურ დაზიანებაზე არ იფიქრონ და ამით არ იყვნენ დაკავებული. ყველას მოვუწოდებ, ამ უბედურების, ტრაგედიის ირგვლივ მაინც შევძლოთ რამდენიმე დღით გაერთიანება და არ დააბრალონ არავის არაფერი. პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთოთ, ამას ვინ დაგიჯერებს, მაგრამ როდესაც სიცრუის ტირაჟირებასაც არ ერიდებიან, ეს უკვე ამაზრზენია ამ ყველაფრის ფონზე, რაც აქ ხდება“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,781 ნახვა