GD Banner
უცხოური მედია

ზელენსკი – რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ, ერთ კვირაში, 65 რაკეტა და 178 დრონი გამოიყენეს

რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ, ბოლო ერთ კვირაში, 65 სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 178 თავდასხმის დრონი გამოიყენეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„მხოლოდ ამ ერთ კვირაში რუსმა ტერორისტებმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს 65 სხვადასხვა რაკეტა და 178 თავდასხმის დრონი, აქედან 87 Shahed-ი”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რაკეტებისა და დრონების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ცაზე უკრაინასა და პარტნიორებს შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ ტერორი აგებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული პარტნიორის პასუხისმგებლიანი პოზიცია საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდებაში. აქ საჭიროა სრული დაცვა ტერორისგან, რათა მოგვიანებით არ დაგჭირდეთ ფიქრი, როგორ დაიცვათ მისგან სხვა ხალხები. უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ბრძოლა და ჩვენი საჰაერო ფარი შემდგომში იქნება მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტი”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,869 ნახვა